ნამდვილი ჯოჯოხეთი: მსოფლიოს ტოპ-10 ყველაზე ბინძური ქვეყანა – ფოტო

Sputnik

გარემოს დაბინძურება 21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მავნე ნივთიერებების ნარჩენები დღეისათვის ჭარბადაა თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები მსოფლიოს ათი ყველაზე დაბინძურებული ქვეყნიდან.

ადამიანი უწყვეტად განაგრძობს ბუნების დაბინძურებას, რაც გარემოს მდგომარეობაზე ცუდად აისახება. მავნე ნივთიერებები ყველა დასახლებულ პუნქტში გამოიყოფა, მაგრამ ზოგან მათი რაოდენობა ნორმას რამდენჯერმე აღემატება.

ბუნების დაბინძურებაში დამნაშავე, ადამიანის გარდა, ბუნებრივი ფაქტორებიცაა. ხშირად მავნე ნივთიერებების გამოყოფა ტყეების დაწვისა და ვულკანის ამოფრქვევისასაც ხდება. მაგრამ ამ დროს პლანეტის დაბინძურების დონე არც ისე მაღალია იმასთან შედარებით, რასაც ადამიანი სჩადის.

ბუნების მთავარ დამბინძურებლად მიიჩნევა ნივთიერებები, რომლებიც გარემოში დიდი რაოდენობით ხვდება. ეს შესაძლოა იყოს მიკროორგანიზმები, ფიზიკური გამოსხივება ან ქიმიური ნაერთები, რომლებიც ნორმას აჭარბებენ. ეს ნივთიერებები ბუნებაში ხვდება ტრანსპორტის, საწარმოების, ნაგავსაყრელების, სოფლის მეურნეობისა და ატომური ენერგეტიკის წყალობით.

ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთებიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს პლანეტის დაბინძურებაში. მომუშავე ტექნიკა ზრდის ხმაურის დონეს, კომპიუტერები და ტელეფონები ასხივებენ ელექტრომაგნიტურ ტალღებს, სანათები და გამათბობლები გამოყოფენ დამატებით სითბოს, ზოგიერთი კი ვერცხლისწყლის წყაროცაა.

1 / 10
ინდოელი არჩევს გადასამუშავებელ ნივთებს ნიუ-დელიში, ინდოეთი
2 / 10
მამაკაცეიბ აქლემებით კვეთებ ხამიმის უდაბნოს, აბუ-დაბი
3 / 10
ნიგერიელი მეთევზე დაბინძურებულ მდინარესთან
4 / 10
ავღანელი ბავშვები ქაბულში გათბობის მიზნით წვავენ პოლიეთილენს
5 / 10
სანაპირო ქუვეითისა და საუდის არაბეთის საზღვარზე, რომელიც ნავთობითაა დაბინძურებული
6 / 10
მამაკაცი ახარისხებს პოლიეთილენს დაკაში, ბანგლადეში
7 / 10
ნეპალის ეროვნული პარკი ჩიტვანის თანამშრომელი წვავს ცხოველების ნაწილებს, რომლებიც ბრაკონიერებს აღმოუჩინეს
8 / 10
სმოგი ულან-ბატორის ქუჩებში
9 / 10
პაკისტანელი სკოლის მოსწავლეები კოცონთან ლახორში, პაკისტანი
10 / 10
ნავთობმომპოვებელი საწარმო ბაჰრეინში