დაკრძალვა, ქეიფი და გორელი ვასილი – დიუმას ქართული შთაბეჭდილებები

ჟურნალისტი ბესიკ ფიფია თავის წიგნში „დიდი ადამიანები საქართველოში“ მოგვითხრობს, როგორ იმოგზაურა ალექსანდრე დიუმამ ჩვენ ქვეყანაში და რა საინტერესო თავგადასავლები შეემთხვა აქ
Sputnik

ბესიკ ფიფია

ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ 1858 წელს რუსეთის იმპერიაში მრავალთვიანი მოგზაურობა დაიწყო და საქართველოსაც ეწვია.

თბილისში ის ბაქოს გავლით ჩამოვიდა. 

მისმა ჩანაწერებმა, რომლებიც შემდგომ წიგნ „კავკასიად“ იქცა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია, ქართველების ყოფა-ცხოვრება და ზნე-ჩვეულებანი საფუძვლიანად გააცნო მსოფლიოს.