ათასობით დარღვევა ერთ თვეში: თბილისში გაზის საშიშ დანადგარებს ებრძვიან

უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე დამონტაჟებული მოწყობილობები საფრთხეს ბინის პარტონების გარდა მეზობლებსაც უქმნის.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისში ქსელიდან 3,8 ათასი კუსტარულად დამონტაჟებული ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებლები მოხსნეს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მათი უმეტესობა ქსელიდან ხელმეორედ მოიხსნა, რადგან ბინის მფლობელებმა ისინი ქსელს თავად, ნებართვის გარეშე, კუსტარულად მიაერთეს. კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული ბინის მცხოვრებლებს, არამედ მეზობლებსაც.

რაიონიდარღვევების რაოდენობა
სამგორი891
ისანი-ვაზისუბანი605
გლდანი427
სანზონა374
ჩუღურეთი269
ვაკე75
წყნეთი16

 

სტატისტიკის თანახმად, უსაფრთხოების ზომები ყველაზე მეტად სამგორის რაიონში დაირღვა.

გაზის მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში ბოლო თვეების განმავლობაში ამის გამო ადამიანები დაიღუპნენ.

საქართველოში გაზის დეტექტორები ყველა ოჯახისთვის სავალდებულო გახდება>>

იანვრის შუა რიცხვებში დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - ბავშვიც. იანვრის ბოლოს შვიდი ადამიანი დაიღუპა ისნის რაიონში მხუთავი გაზის გამო.