„ჩემი გაბრაზება არ შეიძლება. ამ ბოლოს ვისწავლე ჩემი თავის მოთოკვა. მთლიანად ჩემი ნინო გარეთ რომ გამოვუშვა, წავლეკავ ყველაფერს. ამიტომ ამის დოზირებული გამოშვება და ჩემი თავის დამუხრუჭება ვისწავლე. მე რომ ვიყო მარტო, არ მყავდეს ოჯახი, შვილები, ბევრად თავზეხელაღებული ვიქნებოდი“, – ამბობს ნინო კუზანოვა.
კუზანოვას განცხადებით, ბოლო პერიოდში ბევრი მუხრუჭის გამოყენება უწევს, რათა დაზოგოს ირგვლივ მყოფი ადამიანები.