თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მანქანა ხევში ჩავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავტომანქანა ხევში ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რუსთავში ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა – დაშავდა ერთი ადამიანი

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა.

დაშავებულია ორი ადამიანი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.