ინვესტიციები საქართველოში შემცირდა - ხელისუფლება სიმშვიდეს ინარჩუნებს

ყველაზე მეტი ფული საქართველოში ჩადო ირლანდიამ, რომელსაც გასულ წელს ქვეყანაში ინვესტიციები არ განუხორციელებია.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდის წინასწარ მონაცემებთან შედარებით, 6,3%-ით შემცირდა და 281,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

შემცირების ერთ-ერთ მიზეზად „საქსტატში" ასახელებენ მაგისტრალური გაზსადენის პროექტის მშენებლობის ფაზის დასრულებას, ასევე რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლას.

„საქართველო მოწყვლადი რჩება“ – საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვალუტის დაგროვებას გვირჩევს

ლიდერი ქვეყნები

ინვესტიციების საქართველოში ჩადების მხრივ ლიდერი ქვეყნები 2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით არიან ირლანდია, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდებების წილი შეადგენს 197,9 მილიონ დოლარს - ინვესტიციების მთელი მოცულობის 70,4%-ს. ამასთან, გასული წლის პირველ კვარტალში ირლანდიას ინვესტიციები საქართველოში არ ჩაუდია.

ინვესტიციების მოცულობა საქართველოში ქვეყნების მიხედვით

ინვესტიციები ასევე შემოვიდა იაპონიიდან - 18,2 მილიონი დოლარი, პანამიდან - 16,7 მლნ დოლარი, აზერბაიჯანიდან - 15,4 მლნ დოლარი, რუსეთიდან - 14,4 მლნ დოლარი, დანიიდან - 11 მლნ დოლარი და სხვ.

რითია საქართველო საინტერესო ინვესტორებისთვის>>

რას სფეროებში დებენ ინვესტიციებს

ყველაზე პოპულარული დარგები ინვესტირებისთვის არის კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურება, ფინანსური სექტორი და ტრანსპორტი. ამ სამ დარგში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 211,1 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა - მთელი ინვესტიციების დაახლოებით 75,1%.

ახალი ინვესტიციები: საქართველოში ასამდე ბიზნესმენი ჩამოვიდა ისრაელიდან

ინვესტიციების მოცულობა დარგების მიხედვით

ინვესტიციებს დებენ ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში - 25,4 მლნ დოლარი, გადამამუშავებელ მრეწველობაში - 21 მლნ დოლარი, კავშირგაბმულობაში - 10,2 მლნ დოლარი, სამთო-მოპოვებით მრეწველობაში - 8,4 მლნ დოლარი, მშენებლობაში - 8,3 მლნ დოლარი, სოფლის მეურნეობაში - 3,4 მლნ დოლარი და სხვ.

ინვესტიციების მოცულობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 34,9%-ით შემცირდა და 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

ხელისუფლება ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს

საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ უცხოეთიდან ინვესტიციების შემცირება არ უკავშირდება რამე ფუნდამენტურ რისკებს ან საინვესტიციო გარემოს გაუარესებას.

EBRD-მა საქართველო კავკასიაში სტაბილურ პარტნიორად აღიარა>>

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქმე გვაქვს მაგისტრალური გაზსადენის გაფართოების პროექტის დასრულებასთან. პროექტი დასრულების სტადიაზე გადავიდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ინვესტიციები სატრანსპორტო სფეროში შემცირდა.

საქართველო ინვესტიციების მოზიდვის პოლიტიკას ცვლის>>

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მაღალი დამატებითი ღირებულების სექტორში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდით გამოწვეული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და გარე ფაქტორების მხრიდან მოწყვლადობის შემცირებას.