ეჭვიანობის ნიადაგზე, მამაკაცმა ცოლს 13, ხოლო მეზობელს 16 ჭრილობა მიაყენა

აგარაში სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. აგარაში სისხლიანი გარჩევის დროს, მამაკაცმა სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით მეზობელ 

აგარაში მამაკაცმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მეზობელი მოკლა, ხოლო ცოლი დაჭრა
მამაკაცს 16, ხოლო მეუღლეს 13 ჭრილობა მიაყენა. დამნაშავე დაკავებულია. ინფორმაციას Rustavi 2 ავრცელებს.

აგარაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 50 წლამდე მამაკაცმა მეზობელი, 41 წლის ირაკლი გელაშვილი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა. ქალი ამ დროისთვის "გორმედში" რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ცოლისა და სიმამრის მკვლელობის მცდელობა: ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს >>>

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბრალდებული მკვლელობის ადგილზე ჰყავთ მიყვანილი. ისინი საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ხელვაჩაურში ახალგაზრდა ქალი ქმარმა და დედამთილმა სცემეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა აგარაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1978 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ა.ხ.-მ იმავე ცივი იარაღის გამოყენებით, მეუღლეს - 1970 წელს დაბადებული ლ.დ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.