თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. მანჰეტენზე 54-სართულიანი საოფისე შენობის სახურავს ვერტმფრენი შეეჯახა, ნათქვამია ნიუ-იორკის სახანძრო უწყების Twitter-ზე.
„ნიუ-იორკის სახანძრო სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებიან მეშვიდე ავენიუს 787 ნომერში. ვერტმფრენის ავარიული დაშვება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, დაშვებისას ერთი ადამიანი დაიღუპა.
ტელეარხი NBC სამართალდამცავ ორგანოში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ვერტმფრენი 54-სართულიანი საოფისე შენობის სახურავს შეეჯახა.
შენობის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.