ნოზაძე: მე საერთოდ არ მიხარია ის ამბავი, რომ მესამედ შევქმენი ოჯახი

მომღერალი ირაკლი ნოზაძე სიყვარულსა და ოჯახზე საუბრობს.
Sputnik

 

„მგონი, ვთანხმდებით ყველა ერთ რამეზე, რომ  სიყვარული, ოჯახი და ამ ყველაფრის გაგება  არის აბსოლუტურად ინდივიდუალური. მე მაგალითად, საერთოდ არ მიხარია ის მომენტი და ის ამბავი, რომ მესამედ შევქმენი ოჯახი. ღმერთს მადლობა იმისათვის, რომ ოჯახი მყავს და მაქსიმალურად იმედი მაქვს, რომ ეს არის ბოლო“, -ამბობს ირაკლი ნოზაძე.

მომღერლის თქმით, ცხოვრების სხვადასხვა ასაკთან შეფარდებით, ადამიანს სხვადასხვანაირი მოთხოვნილებები აქვს.