რეპერი ბერა ივანიშვილი და მოდელი ნანუკა გუდავაძე შვილს ელოდებიან. ნანუკამ პირველად დადო ფოტო, სადაც მუცელი აშკარად ეტყობა.
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა და მისმა რჩეულმა ნანუკა გუდავაძემ ჯვარი 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს. ნანუკას ორსულობის შესახებ კი ინფორმაცია აპრილში გავრცელდა. ცოტა ხნის წინ, წყვილმა გაასაჯაროვა მათი მომავალი შვილის სქესი – ისინი ბიჭს ელოდებიან.