თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. აგარაში მამაკაცმა ცივი იარაღით მეზობელი მამაკაცი მოკლა და ცოლი დაჭრა. ინფორმაციას Rustavi 2 ავრცელებს.
შემთხვევა ქარელის რაიონის დაბა აგარაში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ცოლის მეგობარი მამაკაცია, ხოლო დანაშაულის მოტივი, სავარუდოდ, ეჭვიანობაა.
საქართველოში მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი მოკლა >>>
შსს-ს ცნობით, დანაშაულის ჩამდენი იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.