კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 10-16 ივნისის პერიოდში

ამ კვირაში პლანეტები ძალზე ცვალებადი და არაპროგნოზირებადი იქნებიან. ასტროლოგების რჩევები ცხოვრების გამარტივებაში და სირთულეების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.
Sputnik

თითოეულ ადამიანს აქვს თავისი კომფორტის ზონა. ამ კვირაში ამ ზონის გაფართოება იქნება საჭირო, რადგან, შესაძლოა, ვარსკვლავებმა და პლანეტებმა სტრესული ვითარებები შეგვიქმნან. ზოგიერთს ეს შეიძლება წაადგეს კიდეც, მაგრამ უმეტესობისტვის ასეთი ვითარებების თავიდან არიდება უფრო უპრიანი იქნება. სიფრთხილეა საჭირო ცხოვრების ყველა სფეროში.

ვნებათაღელვანი სასიყვარულო ფრონტზე: ივნისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ექსპერტები გვირჩევენ, დავიცვათ თავი ნეგატიური ადამიანებისგან და მათი უარყოფითი გავლენებისგან. არ არის საჭირო, ჩვენი კომუნიკაბელურობის გამო სიმშვიდე დავკარგოთ. 

მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ პლანეტა ვენერა 8 ივნისს ტყუპის თანავარსკვლავედში გადავიდა და იქ 3 ივლისამდე დაჰყოფს. ასეთი განლაგების შედეგად დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი გრძნობების სამყაროში, რომანტიკულ ურთიერთობებში. ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშანი შეიგრძნობს ვენერას ყოვლისმომცველ ენერგიას, რომელიც წყვილებში სიყვარულის მგზნებარე ცეცხლს ააგიზგიზებს, ხოლო მარტოხელებს დიდი ხნის ნანატრ შეხვედრას და შემდეგ ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობებს მოუტანს.

უფრო კონკრეტულად, თუ რას მოუტანს ვენერასა და ტყუპის ტანდემი ზოდიაქოს ნიშნებს, ვის გაუმართლებს - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს აქ.