ხე-ტყის უკანონო ჭრით სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ლიდერობს

საქართველოში მაისის თვეში ხე-ტყის უკანონო ჭრის და ტრანსპორტირების 131 ფაქტი დაფიქსირდა
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მაისის თვეში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფიქსირდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 131 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

სამცხე-ჯავახეთი23
სამეგრელო-ზემო სვანეთი19
კახეთი18
იმერეთი16
აჭარა15
ქვემო ქართლი13
მცხეთა-მთიანეთი11
რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი8
შიდა ქართლი6
გურია 2

 

საერთო ჯამში, ამოღებულია 9,7 ათასი კუბური მეტრი ხის მასალა.

2018 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის დაწყება დააანონსა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება შეურიგებელი იქნება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ტყეს ჭრის ან მფარველობს ამ დანაშაულს.

მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო და საოცარი ხეები

საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონი ჰექტარის ფართობს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.

განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია ტყეები დასავლეთ საქართველოში. ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტყეებში ბატონობს ფოთლოვანი ხეები - მუხა, რცხილა, წაბლი, ნეკერჩხალი, წიფელი და სხვა. ამ ხეების ჩრდილში იზრდება როდოდენდრონი, წყავი, ბზა, კოლხური ბაძგი, კავკასიური მოცვი და სხვ.