ქართველმა მოჭადრაკემ პრეტენდენტთა ტურნირზე პარტია ყაიმით დაასრულა

შვიდი ჩატარებული ტურის შემდეგ ქართველი სპორტსმენი ლიდერს 1,5 ქულით ჩამორჩება
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ჭადრაკში ნანა ძაგნიძე (მე-11 ადგილი ფიდეს რეიტინგში) ფიდეს 2019 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში ყაზანში მიმდინარეობს, პარტია ყაიმით დაასრულა.

მეშვიდე სათამაშო დღეს ძაგნიძე შავი ფიგურებით ეკატერინა ლაგნოს დაუზავდა.

ძაგნიძემ ყაზანში პარტია ტურნირის ლიდერთან წააგო

ტურნირზე ლიდერობს სხვა რუსი მოჭადრაკე ალექსანდრა გორიაჩკინა, რომელმაც 5,5 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად იკავებს პირველ ადგილს. მეორე ადგილზე 4 ქულით ძაგნიძე და ლაგნო არიან.

კვირას, 9 ივნისს, მერვე სათამაშო დღეს ძაგნიძე შავი ფიგურებით ეთამაშება ჩინელ ტან ჩჟუნს, რომელთანაც ტურნირის პირველ ტურში პარტია ყაიმით დაასრულა.

ნონა გაფრინდაშვილი: ინტერნეტმა ჭადრაკს ბევრი რამ დააკარგვინა საქართველოში >>

ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 200 ათას ევროს შედგენს, 18 ივნისამდე გაგრძელდება. ტურნირის გამარჯვებული მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.