ნაძალადევში სასწრაფო დახმარების მანქანა დაგორდა და კედელს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. თბილისში, ნაძალადევის რაიონში გამოძახებაზე მყოფი სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა, იუწყება პირველი არხი.

ავტოსაგზაო შეთხვევა ზუგდიდში: დაშავებულია ორი ადამიანი

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.სასწრაფოს მანქანა სააკაძის მეორე ჩიხში დაგორდა და საცხოვრებელი სახლის კედელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, სასწრაფოს მძღოლი და ორი ექიმი დაშავდნენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ორი დაშავებული მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კი – გადაუდებელი ქირურგიის ცენტრში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ავარიის შედეგად არ დაშავებულან იმ სახლში მყოფი პირები, რომელსაც მანქანა დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.