თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მესტიაში ბეჩოს ხიდიდან გადავარდნილი მანქანა მდინარიდან ამოიყვანეს, ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.
ღამით 22 და 23 წლის ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი ბეჩოს ხეობიდან მულახის თემში ბრუნდებოდნენ. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ხიდის გარღვეული მოაჯირი ადგილობრივებმა 8 ივნისს, დილით ნახეს და ძებნაც ამის შემდეგ დაიწყო.