თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში ყველისა და აჯიკის ფესტივალი მიმდინარეობს, ნათქვამია ღონისძიების სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიება ანა მიქაძისა და კომპანია Georgian feast-ის ორგანიზებით ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ ყველისა და აჯიკის მწარმოებელი კომპანიები. მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა კუთხეებში წარმოებული პროდუქცია.
აქტივობა ქართული ყველისა და აჯიკის პოპულარიზაციას ემსახურება.