მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 32,5% შეადგინა

შედარებისთვის, პირველ ტურში ამ დროისთვის აქტივობამ 26.6% შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლების აქტივობამ 32.5% შეადგინა, ნათქვამია ცესკო-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

და ისევ არჩევნებია: საქართველოში პარლამენტის დეპუტატს აირჩევენ

ცესკო-ს მონაცემებით, 17:00 საათისთვის 43 909 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 14 278  ამომრჩეველმა გააკეთა.

შედარებისთვის, პირველ ტურში ამ დროისთვის აქტივობამ 26.6% შეადგინა.

შუალედური არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს უპირისპირდებიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) კახაძე („41“ ნომრად) და ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე (ნომერი „13“).

არჩევნები შემდგარი იქნება ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.

ხმების დათვლა საარჩევნო უბნების დახურვისთანავე 20:00 საათზე დაიწყება. კენჭისყრის წინასწარი შედეგები ღამით ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ივანიშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია >>

საქართველოს პარლამენტში სულ 150 ადგილია. უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.