დაკავებულია ძებნილი, რომელიც 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირშია ბრალდებული

საქმის გამოძიება 2015 წლის დეკემბერში დაიწყო
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა, იუწყება პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით.

კანონი მოქმედებაში: ქუთაისში სექსუალური ურთიერთობის შეთავაზება ჯარიმით დასრულდა

შსს-ს ინფორმაციით, 2015 წლის 09 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ.ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ.ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე.

„ქ.ბ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში“, -  აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებლის განცხადებით, ლ.ბ. მოიტაცეს, თუმცა, საქმეზე გამოკითხულმა ლ.ბ.-მ განმარტა, რომ იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ ქ.ბ.-ს.

აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.