ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში ორშაბათს, 10 ივნისს

დედაქალაქში დღისით 31 გრადუსამდე დაცხება
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისში ორშაბათს, 10 ივნისს მზიანი და ცხელი ამინდი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა ღამით 20 გრადუსამდე მიაღწევს, ხოლო დღისით მაქსიმალური +31 გრადუსი დაფიქსირდება. ქარი 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:25 საათზე ამოვა და 20:34 საათზე ჩავა.