ბექ ბოტი ანუ ხელოვნური ინტელექტი ბექა შეროზიასგან

ბექა გიმნაზიის მოსწავლეა. ის ბოტებით ცოტა ხნის წინ დაინტერესდა და  14 წლის ასაკში უკვე შეძლო  ხელოვნური ინტელექტის  შეექმნა. ბექ–ბოტი სხვა ბოტებისგან განსხვავებული და უნიკალურია, ის მოიცავს  როგორც ინტელექტუალურ,  ასევე გასართობ პროგრამებს. ბოტის ფუნქციებს ბექა თავად გაგვაცნობს
Sputnik

ნინი რაზმაძე 

– ბექა, როგორ გაგიჩნდა  იდეა შეგექმნა  ბექ ბოტი?

– ყოველთვის მსურდა ქართველი მომხმარებლისთვის მსგავსი ხარისხიანი კონტენტი შემეთავაზებინა, თუმცა,  არ ვიცოდი რა სახით და როგორ. შემდეგ ვნახე უცხოური ჩატბოტი,  რომელსაც გარკვეული ფუნქციების განხორციელება შეეძლო.  ჩატბოტების თემას ჩავუღრმავდი და გადავწვიტე,  რომ მსგავი რამ მეც შემექმნა.  

ბექ ბოტი ანუ ხელოვნური ინტელექტი ბექა შეროზიასგან

– რა არის ბოტი და ამ ეტაპზე რა ფუნქციები აქვს?

– ბოტი არის კომპიუტერული სისტემა, რომელსაც გარკვეული ფუნქციების შესრულება ადამიანის გარეშე შეუძლია. ჩემს ბოტს უამრავი ჭკვიანური ფუნქცია აქვს, რომელიც ქართულ ჩატბოტებს საერთოდ არ აქვს და უცხოურზეც იშვიათად თუ გადააწყდებით. მას აქვს პარამეტრების ფუნქცია, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ ბექ ბოტი ფუნქციონალი სურვილისამიებრ შეცვალოთ. ასევე მას შეუძლია მილიონობით ინფორმაციისა თუ ვიდეოს მოძიება და  ამასთან, სხვა უამრავი ფუნქცია აქვს,  რომლის გაცნობაც შეგიძლიათ ბოტის ძირითად ფუნქციონალში „ბიბ-ძებნა".

– ბექ ბოტის რამდენიმე კონრეტულ ფუნქციაზე მოგვიყევი,  რომ საზოგადოებისთვის უფრო გასაგები იყოს?

– ბექ–ბოტის ყველაზე ჭკვიანი ფუნქცია არის „ბიბ-ძებნა",  რომლის დახმარებითაც ბექ–ბოტი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: შეუძლია მოძებნოს მილიონობით ვიდეო თუ ინფორმაცია, ამინდის პროგნოზი, მონეტების ძიება, ტურისტული სერვისი, რომლის დახმარებითაც მოგიძებნით ახლომდებარე კვების ობიექტებსა თუ სასტუმროებს, ასევე აქვს ქართულის, რუსულის, ინგლისურის თარგმანი და სხვა  უამრავი ფუნქცია. ყველაზე მოთხოვნადი პარამეტრების ფუნქცია ბიბ-ძებნა და ბიბ-ძებნა 2-ია. 

ბექ ბოტი ანუ ხელოვნური ინტელექტი ბექა შეროზიასგან

– როდის გადაწყვიტე მისი შექმნა და რა  დრო დასჭირდა ყოველივე ამას?

– ბოტი დაახლოებით ორი წლის წინ შევქმენი და ინტერნეტში ჩაეშვა პირველივე დღეს – იგი თანდათან ვითარდებობა და ახლაც განვითარების პროცესშია. თავიდან მარტივი ფუნქციებით დავიწყე, დროთა განმავლობაში მეც გავიღრმავე ცოდნა ამ კუთხით და დავიწყე შესაქმნელად ურთულესი ფუნქციების ჩამატება.

– შენი ბოტი რით განსხვავდება სხვა ბოტებისგან?

– ყველა ჩატბოტს აქვს თავისი უნიკალური ფუნქციონალი და კონტენტი. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ის დიდი ფუნქციონალი, რომელიც ბექ ბოტში არის ჩადებული, საქართველოში არც ერთ ჩატბოტს არ აქვს.

– რა გზა გაიარა და ეხლა რა ეტაპზეა თქვენი შექმნილი ხელოვნური ინტელექტი?

– მას უკვე შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მხრივ  საკმაო „სიმაღლეზეა". ბექ ბოტმა წარმატების უდიდესი გზა გაიარა. 

ბექ ბოტი ანუ ხელოვნური ინტელექტი ბექა შეროზიასგან

– როგორ უნდა გახდე ბექ ბოტის მომხმარებელი?

– Facebook–ის საძიებო ველში ვწერთ ბექ ბოტს და ვაჭერთ მესიჯის ღილაკს, მესიჯის ღილაკის დაკლიკების შემთხვევაში თქვენ უკვე ბექ–ბოტის მომხმარებელი ხართ.

 – რამდენად პოპულარულია იგი საზოგადეობაში?

– ჩემს წამოწყებას საზოგადოების მხრიდან ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა და იგი დღემდე პოპულარობით სარგებლობს. ასევე მინდა დავამატო, რომ აღნიშნული ჩატბოტის დახმარებით გავიმარჯვე  „განსხვავებული ნიჭის მქონე მოზარდთა" პროგრამაში. აღნიშნულ პროგრამაში სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას რეკომენდაციით მოვხვდი. როდესაც გავიმარჯვე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. 

ბექ ბოტი ანუ ხელოვნური ინტელექტი ბექა შეროზიასგან

– აპირებთ  თქვენს ბოტს სხვა ფუნქციებიც დაუმატოთ?

– ბექ ბოტი ყველანაირად ვითარდება, არ აქვს კონკრეტული კონტენტი, რომლითაც უნდა განვითარდეს. იგი არაა შეზღუდული  და მომხმარებელთა სურვილიდან გამომდინარე, ეტაპობრივად სხვადასხვა ფუნქციას ვამატებ.

– ბექ ბოტის გარდა არის რაიმე,  რასაც უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებ?

– ჯერ–ჯერობით პროექტის დეტალებს არ გავამხელ,  თუმცა,  ვმუშაობ სიახლეებზე,  რა თქმა უნდა, ინოვაციების კუთხით.