ავტოსაგზაო შეთხვევა ზუგდიდში: დაშავებულია ორი ადამიანი

შემთხვევის შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი დაშადა, რომლებიც  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მესტიაში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა: მაშველები ორ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

შემთხვევა გამსახურდიას გამზირზე დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი Nissan-ის მარკის ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი დაშადა, რომლებიც  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მომხდარზე საქმე  სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.