როგორ აქრობდნენ ხანძარს ლილოს ბაზრობაზე - ვიდეო

ლილოს ბაზრობაზე გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. იხილეთ ვიდეოში, თუ როოგრ აქრობდნენ ხანძარს მეხანძრე-მაშველები და როგორ ცდილობდნენ მოვაჭრეები საკუთარი ქონების გადარჩენას
Sputnik

ლილოს ბაზრობაზე გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. იხილეთ ვიდეოში, თუ როოგრ აქრობდნენ ხანძარს მეხანძრე-მაშველები და როგორ ცდილობდნენ მოვაჭრეები საკუთარი ქონების გადარჩენას

აალება „ჩინური ბაზრის“ ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა მეხანძრე-მაშველების 20 ბრიგადა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დათვლა. მსგავსი შემთხვევა ბოლო წლებში ხშირ მოვლენად იქცა, როდესაც თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა ბაზრობებსა და სავაჭრო მოედნებზე დიდი ხანძარი ჩნდება.