რა ხდება სვანეთში - ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

ადიდებული მდინარე დევრულას ნაკადი სოფელში შევარდა და მოსახლეობა მთელი ღამე ევაკუაციის მოლოდინში იყო.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. სვანეთში, დაბა ჭუბერში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ნენსკრას შენაკადი დევრულა ადიდდა, რამაც სოფელ ყარსგურიშთან დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა, - იტყობინება Sputnik საქართველოს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

რა ხდება სვანეთში - ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

ამჟამად დატბორილია გზის სავალი ნაწილი. ადგილობრივების განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ მძიმე ტექნიკა ადგილზეა ნაპირსამაგრი სამუშაოები დილიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მთელი ღამე ევაკუაციის მოლოდინში გაატარეს, რადგან დიდი იყო სახლების სრულად დატბორვის ალბათობა.

ადგილზე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბრლიანი.

რა ხდება სვანეთში - ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

ძლიერი წყალდიდობა ერთი წლის წინაც მოხდა ჭუბერში. მაშინ ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ნენსკრამ ჭუბერის სოფლების ნაწილი დატბორა. მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა სახლები, ხიდები, საავტომობილო გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

 

ნიკა ლატარია