ვიდეოში ჩანს ორი თუთიყუში, რომლებიც სავარაუდოდ, წყვილია. ზოგადად, თუთიყუშები მყარ წყვილებს ქმნიან და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მონოგამია ახასიათებთ.
თუთიყუშებს, ლაპარაკის გარდა, სიმღერა, სიცილი, ტირილი ანდა სარეცხი მანქანის ხმის იმიტირებაც შეუძლიათ. ტალღოვანი თუთიყუში პაკი გინესის რეკორდების წიგნში 1995 წელს მოხვდა. პაკას მარაგი 1728 სიტყვას შეადგენდა.