სისხლიანი თავდასხმა კასპში - მოკლულია მამაკაცი და ნაცემია მეუღლე

კასპში თავდამსხმელებმა შუახნის მამაკაცი მოკლეს, ხოლო მისი მეუღლე დაჭრეს.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში ბოროტმოქმედები ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლში შეიჭრნენ, შუახნის მამაკაცი მოკლეს, ხოლო მისი მეუღლე დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია. ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება.

შვიდი თვის შვილი საწოლში გაგუდა და გაიქცა – კასპში 17 წლის ახალგაზრდა ქალი დააკავეს

კასპის მერის წარმომადგენლის ზურაბ ქურასბედიანის ინფორმაციით, სროლის ხმა სოფელში წუხელ ღამით, დაახლოებით 2 საათზე გაიგეს. 

მოკლული მამაკაცის მეუღლე, კასპის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სისხლიანი გარჩევის მიზეზი წლების წინ დაწყებული კონფლიქტია. ბაირამოვების და გულბანოვების ოჯახებს შორის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც ბაირამოვმა გულბანოვის ბიძა მოკლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გულბანოვმა სისხლი აიღო. შურისძიების შემდეგ კი პოლიციაში საკუთარი ფეხით წავიდა.

კასპში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტი გახსნილია - დაკავებულია 1 პირი >>>

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.