ნინო ოძელაშვილმა რუსეთში მსოფლიო თასის ფინალი მოიგო

ქართველმა სამბისტმა ფინალურ ორთაბრძოლაში ბელარუსის წარმომადგენელი დაამარცხა.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ქართველი სამბისტი ნინო ოძელაშვილი მსოფლიო თასის ტურნირის ჩემპიონი გახდა. მან რუსეთში სამბოს მსოფლიო თასის „ხარლამპიევის მემორიალურ" ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქართველმა სამბისტმა ფინალურ ორთაბრძოლაში ბელარუსის წარმომადგენელი დაამარცხა.

ქართველმა სამბისტებმა მინსკის ტურნირზე ცხრა მედალი მოიპოვეს>>

ნინო ოძელაშვილი 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის შარშან საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.