ფანჯიკიძე: მშობლების აუსრულებელი ოცნება, ძალიან ხშირად შვილებს ძვირად უჯდებათ

ფსიქოთერაპევტი ნათია ფანჯიკიძე დედა-შვილის ურთიერთობაზე საუბრობს.
Sputnik

 

„ქრისტიანული რელიგია რატომ არის ასეთი პროგრესული, რატომა არის ინდივიდის რელიგია?  დედაშვილობის ამ მოდელში, მასწავლებელი არის შვილი და ის შენ არ გეკუთვნის. მშობლების აუსრულებელი ოცნება, ძალიან ხშირად შვილებს ძვირად უჯდებათ, რადგან მშობელი შვილს ღმერთად მიაჩნია და უნდა მისი მოსაწონი იყოს“, - ამბობს ფანჯიკიძე.

ფსიქოთერაპევტის განცხადებით, ბორკილები, რომელსაც მშობლები შვილებს ადრეულ ასაკშია დებენ, მთელი ცხოვრება მიჰყვებათ და ამან შესაძლოა ბავშვს წარმატების მიღწევაში ხელი შეუშალოს.