ლილოში ხანძარი ლოკალიზებულია

მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. ლილოში, „ჩიენელბის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, პირველი არხის ეთერში განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ.

ლილოში „ჩინელების ბაზრობა“ იწვის

დამწვარია 1000 კვადრატული მეტრის ფართობი.

„ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს 17 სახანძრო მანქანა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის. დაშავებული არავინა არ არის“, - განაცხადა კერესელიძემ.

ხანძარი „ჩინელების ბაზრობაზე“ დღეს საღამოს გაჩნდა. ცეხლი სავაჭრო პავილიონებს უკიდია. საუბარია შერეული საქონლის მაღაზიებზე, სადაც ძირითადად საბითუმო ვაჭრობა მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.