„ჯადოსნური და გემრიელი“: ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ნოვატორული ნაყინი ხვანჭკარით, ჩურჩხელით და ასევე ნაყინი-როლები
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ფესტივალი - ნაყინის ფესტივალი - საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველად 15 და 16 ივნისს გაიმართება.

ფესტივალი შედგება ბოტანიკური ბაღის ღია საზეიმო სივრცეში (Event Square), ხოლო მისი კარი ყველა მსურველისთვის 15:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება ღია.

ორგანიზატორები „ჯადოსნურ და გემრიელ“ დღესასწაულს გვპირდებიან და შემდგომში გეგმავენ ის ტრადიციული გახადონ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნაყინი შეამოწმა: გამოვლინდა თუ არა დარღვევა

„ეს ჯადოსნური და გემრიელი ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. დღესასწაულზე მთელი დღის განმავლობაში ნაყინის დეგუსტაცია გელოდებათ. ასევე გემრიელი ყავა, ტკბილეულობა და გამაგრილებელი სასმელები“, - ნათქვამია ფესტივალის ანონსში.

ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ნაყინს - შოკოლადის, ნაღების, ხილის და იოგურტის. იქნება ნოვატორული ნაყინი ხვანჭკარით, ჩურჩხელით და ნაყინი-როლიც კი. სტუმრებს ნაყინს შესთავაზებენ ნაყინის წამყვანი მწარმოებელი კომპანიები საქართველოში.

ოქროს, ნავთობისა და სალის ნაყინი: მოსკოვში უნიკალური ნაყინების ფესტივალი იწყება >>

გათვალისწინებულია ასევე გასართობი პროგრამა: ანიმატორების შოა, მიმების წარმოდგენა, პოპულარული მულტფილმების პერსონაჟები, ასევე გათამაშდება სხვადასხვა პრიზი.