თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ორი არასრულწლოვანი გოგონა, რომლებიც გუშინ ბორჯომში დაიკარგნენ, გვიან ღამით ზესტაფონში იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
მეცხრეკლასელი გოგონები გუშინ დილით სახლიდან გავიდნენ, თუმცა სკოლაში არ მისულან. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური ფიროსმანის ქუჩაზე, ლიმონათის ყოფილი საამქროს მიტოვებულ შენობაში იპოვეს.
მათი ადგილსამყოფელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.