შურისძიების გამო მოკლული პენსიონერი - ბრალდებული დაკავებულია

პენსიონრის მკვლელობასა და მისი მეუღლის დაჭრაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. პოლიციამ დააკავა სოფელ ხიდისყურში 67 წლის თანასოფლელის მკვლელობაში და მისი მეუღლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მეუღლეები მათი სახლის ეზოში იპოვეს.

სისხლიანი დაპირისპირება ჩხოროწყუში: ადგილობრივმა მეზობელი მძიმედ დაჭრა >>

გამოძიების მონაცემებით, შურისძიების მიზნით ჩადენილ დანაშაულში ორი სახის იარაღია გამოყენებული.

ცოლისა და სიმამრის მკვლელობის მცდელობა: ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცი ადგილზე მრავალრიცხოვანი ჭრილობების გამო გარდაიცვალა, ხოლო თავის არეში დაჭრილი მისი 50 წლის მეუღლე გადარჩა. ის კასპის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ის არის 1981 წელს დაბადებული სოფელ ხიდისყურის მცხოვრები. მამაკაცის ჩხრეკისას პოლიციამ დანაშაულის ორივე იარაღი ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით - „განზრახ მკვლელობა“ და „დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა“ (სსკ-ის 108-ე და 109-ე მუხლები), რაც 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.