თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა გიბრალტარის გუნდს EURO-2020-ის შესარჩევ მატჩში ანგარიშით 3:0 მოუგო.
თამაში, რომელიც მთლიანად ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, ახლახან „დინამო არენას“ სტადიონზე დასრულდა. „Sputnik-საქართველო“ თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებდა.
საქართველოს ნაკრებმა EURO-2020-ის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. პირველ ტაიმში ანგარიში გახსნა ვაკო გვილიამ, შესვენების შემდეგ თავი გამოიჩინეს გიორგი პაპუნაშვილმა და ვატო არველაძემ, რომელმაც 11-მეტრიანი გაიტანა.
ვლადიმირ ვაისისთვის ეს გამარჯვება საქართველოს ნაკრების საჭესთან რიგით მე-13 გახდა. „Sputnik-საქართველო“ ულოცავს საქართველოს ნაკრების ყველა ქომაგს გამარჯვებას და დაელოდება მატჩს დანიის წინააღმდეგ, რომელიც 10 ივნისს კოპენჰაგენში გაიმართება.