ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაღუპულია სამი ადამიანი

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ყაზბეგში, ყუროს მთის მახლობლად სასტუმრო „რუმსის" კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.

ვერტმფრენი დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.