ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა - ვინ არიან დაღუპულები

უბედური შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი ე.წ. „ყანების ტერიტორიაზე", დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაღუპულია სამი ადამიანი

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ვერტმფრენის ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები -პილოტი, გიდი  და სასტუმრო „რუმსის" ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

უბედური შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.