,,ჩემი ინტიმური ვიდეო 11 წლის შვილს აჩვენა" - ქალს ყოფილი მეგობარი კაცი აშანტაჟებს

მაია ინასარიძეს მისი ყოფილი მეგობარი მამაკაცი აჟანტაჟებს. ქალმა პირადი პრობლემის შესახებ ,,ნანუკას შოუში" ილაპარაკა.
Sputnik

მაია ინასარიძის თქმით, თავის დროზე მას და ერთ უცხოელ მამაკაცს კონტრაქტი ჰქონდათ დადებული და მასთან ყოფნის სანაცვლოდ მამაკაცს ის უნდა ყვარებოდა, მისი ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფა მოეხდინა, ასევე ქალს ევალებოდა რომ მისი ერთგული ყოფილიყო.

კონტრაქტი უვადო იყო, თუმცა მაია ინასარიძემ ერთად ცხოვრების 6 წლის შემდეგ კონტრაქტი დაარღვია და ის სხვა მამაკაცზე, აშშ-ის მოქალაქეზე გათხოვდა. ამის შემდეგ მაია ინასარიძის მიმართ ყოფილმა მეგობარმა მამაკაცმა მუქარები დაიწყო.

ვისი პირადი ცხოვრების ვიდეოკადრები გავრცელდა ინტერნეტში – დაკავებულია არასრულწლოვანი >>>

„ის ამბობდა, რომ მაიას უნდოდა და იმიტომ ვიღებდიო. როგორ მინდოდა, როცა საცვალს აფარებს კამერას?! რომ მე არ დავინახო. დამემუქრა, შენ თუ ამას სამართალდამცავებთან წაიღებ, კიდევ მაქვს კოპირებული და მამაშენს და შენს შვილებს ვაჩვენებო. განახორციელა კიდეც და ჩემს შვილს 11 წლის გოგონას გადასცა ტელეფონი, რომელიც მე საჩუქრად ჩამომიტანა და უთხრა, ნახე ვიდეოები დაათვალიერეო. ბავშვმა სუიციდის მცდელობა განახორციელა",  - ამბობს ქალი. 

მაია ინასარიძის თქმით, თანაცხოვრების პერიოდში მამაკაცმა პირადი ცხოვრების კადრები გადაუღო და შემდგომ ამ კადრებით აშანტაჟებდა.