ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგონას ეძებენ

გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური ფიროსმანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში იპოვეს.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგოს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „ბორჯომი“.

რაჭაში 23 წლის მამაკაცს ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეები დილით სახლიდან გავიდნენ, თუმცა სკოლაში არ მისულან.

არსებული ინფორმაციით,  გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური ფიროსმანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში იპოვეს.

ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

ადგილზე სკოლის დირექტორი, მშობლები, ახლობლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.