თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. თბილისის ზღვაში, აკვა-პარკ Gino Paradise-ის მიმდებარედ ბანაობისას ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება პირველი არხი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 1995 წელს დაბადებული მამაკაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.