ვიდრე ბავშვი არ გავაჩინე, არ ვიცოდი თუ ორსულად ვიყავი – 16 წლის გოგო ნათესავმა გააუპატიურა

ლაგოდეხში 16 წლის გოგო ამბობს, რომ გასული წლის სექტემბერში მის მეზობლად მცხოვრებმა და ოჯახის ნათესავმა, 40 წლის კაცმა გააუპატიურა.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ლაგოდეხის ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, 16 წლის გოგონა ამბობს, რომ ის ნათესავმა, 40 წლის კაცმა გააუპატიურა. ამბავი იმ დროს გახმაურდა, როდესაც გოგონა გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს და აღმოჩნდა, რომ ის ორსულად იყო. ინფორმაციას გამოცემა "რეგინფო" ავრცელებს.

რუსთავში 50 წლამდე მამაკაცი მოზარდი გოგონას გაუპატიურებას ცდილობდა

გოგომ ბავშვი იმავე დღეს გააჩინა.

მშობიარობის შემდეგ გოგო ნათესავებმა სავარაუდო მოძალადეს გაარიდეს და მშობლების სახლიდან თავისთან წაიყვანეს, ჩვილი კი საავადმყოფოში დატოვეს.

გამოცემა გოგოს ოჯახის წევრებსა და ნათესავებზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარის გახმაურების შემდეგ, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში დადანაშაულებული მამაკაცის 14 წლის ბიჭზე დანიშვნა შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს.

შვილის გაუპატიურების ფაქტზე გორში 39 წლის მამაკაცი დააკავეს >>>

გოგონა ყვება, რომ ძალადობის შემთხვევა მისი კლასელის სახლში მოხდა, რადგან მოძალადე მისი კლასელის მამაა. კლასელმა სთხოვა, რადგან დედა სახლში არ იყო, მასთან დარჩენილიყო, ღამით კი მამამისი მასთან მივიდა, პირზე ხელი დაააფარა და გააუპატიურა. მერე დაემუქრა, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი ეთქვა.

"დამემუქრა, რომ ოჯახის წევრებს, მშობლებს და პატარა ძმას მომიკლავდა. შემეშინდა და არავის ვუთხარი. ვიდრე ბავშვი არ გავაჩინე, არ ვიცოდი თუ ორსულად ვიყავი. არც მუცელი მეტყობოდა. როცა მკითხეს, ვისგან ვიყავი ორსულად, მშობლებსაც ვუთხარი და პოლიციასაც, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ დაუჭერიათ“, - უთხრა გოგომ "რეგინფოს".

ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, გაუპატიურებაში მხილებული მამაკაცი ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ნათესავ ბავშვთან არავითარი სექსუალური 

რუსთავში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადეს
კავშირი არ ჰქონია და არ იცის, გოგო გაუპატიურებას მას რატომ აბრალებს.

პოლიცია მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით იძიებს, რაც გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.