შემთხვევა თბილისში: წყალმომარაგების სისტემაში ავარიის გამო გზა ჩაინგრა

Sputnik

თბილისის რამდენიმე ქუჩის მცხოვრებნი წყლის გარეშე დარჩნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ავარიის ამსახველი სურათები.

ძველი კომუნიკაციების დიდი ნაწილი ქალაქის მოსახლეობის საერთო პრობლემად იქცა. მსგავსი შემთხვევები ქალაქის სხვადასხვა უბნებში უკვე რეგულარულად ხდება.

წყლის მილის დაზიანების გამო ჟვანიას მოედნის მახლობლად გზა ჩაინგრა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.

უწყლოდ დარჩა მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, შარტავას, ცინცაძისა და საირმის ქუჩების მოსახლეობა.

1 / 12
სარემონტო სამუშაოები მგალობლიშვილის ქუჩაზე
2 / 12
მსგავსი ავაირები თბილისში საკმაოდ გახშირდა
3 / 12
დაძველებული კომუნიკაციების გამო ქალაქის სხვადასხვა უბნებში გუბეები დგება და გზები ზიანდება
4 / 12
მგალობლიშვილის ქუჩაზე ეს შემთხვევა უკვე მეორედ ხდება ორი დღის განმავლობაში
5 / 12
ავარია სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდა
6 / 12
მომხდარის გამო ქუჩაზე ჩაინგრა გზის სავალი ნაწილი
7 / 12
უწყლოდ დარჩა მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, შარტავას, ცინცაძისა და საირმის ქუჩების მოსახლეობა
8 / 12
დაზიანების აღმოსაფხვრელად წყალმომარაგების სამსახურს წყლის გადაკეტვა დაჭირდა
9 / 12
ჟვანიას მოედანზე გადაიკეტა სატრანსპორტო მოძრაობა
10 / 12
კომპანიამ Georgian Water and Power (GWP) საკუთარ ვებგვერდსა და ცხელ ხაზზე სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია
11 / 12
დღის განმავლობაში კომპანიამ GWP მოსახლეობა წყლით ალტერნატიული გზით უზრუნველყო - ადგილზე მიიტანეს წყლით სავსე ცისტერნა
12 / 12
სარემონტო სამუშაოები მგალობლიშვილის ქუჩაზე