თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. 19 წლის გოგონა, რომელმაც გარდაცვლილი შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა, სალომე ჯიმშელეიშვილია. მისი მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სალომემ შეყვარებულის გარდაცვალებას ვერ გაუძლო და სწორედ ეს გახდა სუიციდის მიზეზი.
ორი თვის წინ ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში გოგონას შეყვარებული, 25 წლის ვატო ჟორჟოლიანი ავტოავარიაში დაიღუპა.
წყალტუბოში 19 წლის გოგომ შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო >>>
სალომეს მეგობრები და ახლობლები ,,ფეისბუქის" საშუალებით წყვილის ტრაგიკულ ისტორიას იხსენებენ და ოჯახს უსამძიმრებენ მძიმე დანაკარგს.