ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ახალმა ლოუკოსტერმა დაიწყო

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტია.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. უკრაინის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Sky Up Airlines-მა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო ფრენები ხარკოვისა და ოდესის მიმართულებით, ნათქვამია „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების" განცხადებაში.

პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან კვირაში ორჯერ განხორციელდება „ბოინგ 737-800" თვითმფრინავით.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიერ ოპერირების დაწყება სრულ თანხვედრაშია იმ სტრატეგიასთან, რასაც ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბად ქცევა ჰქვია", – განაცხადა „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების" დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ პირველი არხის ეთერში.

SkyUp Airlines – უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2016 წელს დაარსდა, ხოლო ფრენები 2018 წლის მაისში დაიწყო.

საქართველოს ხელისუფლება ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის გაზრდას გეგმავს>>

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია. მისი პრიორიტეტია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა ქართულ ავიაბაზარზე და კონკურენტული გარემოს შექმნა როგორც ავიაკომპანიებს, ისე აეროპორტებს შორის.

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ახალმა ლოუკოსტერმა დაიწყო