ქართველი მოჭადრაკე ყაზანის ტურნირის ერთპიროვნული ლიდერია

ქართველი დიდოსტატი მომდევნო პარტიას რუს მოჭადრაკესთან ითამაშებს.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ქალთა საჭადრაკო ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (მე-11 ადგილი ფიდეს რეიტინგში) ფიდეს 2019 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე ყაზანში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მეოთხე ტურში ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით რუს ვალენტინა გუნინას მოუგო 30-ე სვლაზე.

ქართველი მოჭადრაკე პრეტენდენტთა ტურნირზე ყაზანში ლიდერთა შორის არის >>

გამართული ოთხი პარტიის შემდეგ ძაგნიძის აქტივში 3,5 ქულაა და ის ტურნირის ერთპიროვნული ლიდერია. სამი ქულა დააგროვა რუსმა ალექსანდრა გორიაჩკინამ და ის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.

ყაზანში ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონობისათვის იბრძოლებს

ოთხშაბათს, 5 ივნისს ნანა ძაგნიძე (შავი ფიგურებით) ეთამაშება ალექსანდრა კოსტენიუკს რუსეთიდან, ხოლო გორიაჩკინა ჩინელ ტან ჩჟუის დაუპირისპირდება.

პრეტენდენტთა ტურნირი ორწრიული სისტემით ჩატარდება – რვა მონაწილიდან თითოეული ყველა მონაწილესთან ორ პარტიას ითამაშებს: ერთს თეთრით, მეორეს – შავი ფიგურებით.

ტურნირის საპრიზო ფონდი 200 ათასი ევროა, რომელიც მონაწილეთა შორის დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილდება.

ნონა გაფრინდაშვილი: ინტერნეტმა ჭადრაკს ბევრი რამ დააკარგვინა საქართველოში >>

ტურნირი 18 ინისამდე გაგრძელდება. ტურნირის გამარჯვებული მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.