მსოფლიო დღეს

საქართველოს მოქალაქეს ანკარაში ავტომობილი დაეჯახა

60 წლამდე ქალბატონი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, ანკარაში ქვეითად მიმავალ 60 წლამდე ასაკის ქალბატონს ავტომობილი დაეჯახა. ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ტელეკომპანიის ცნობით, დაშავებულს აღენიშნება ოთხი ნეკნის მოტეხილობა, შინაგანი სისხლდენა, თავის დაზიანება.

მომხდარი ფაქტის შესახებ საქმის კურსშია თურქეთში საქართველოს საკონსულო.