ამ ვიდეოს ნახვის დროს შეიძლება სუნთქვა შეგეკრათ – ნახეთ, სად წევს ჯიხვი

ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.
Sputnik

ვიდეოში ჩანს ჯიხვი, რომელიც პირველ კადრებში, თითქოს, გამოქვაბულში წევს, თუმცა როცა კადრი იშლება, ვხედავთ, რა საოცარ ადგილზე იმყოფება ცხოველი. 

ჯიხვი დიდი ზომის თხაა. მიეკუთვნება წვრილჩლიქოსნების რიგს. ცნობილია ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური და აღმოსავლეთკავკასიური. ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი სხეულის სიგრძე 165 სმ-ია, სიმაღლე 109 სმ, წონა 80–100 კგ. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. ადვილად შინაურდება.

ჯიხვი წითელ წიგნშია შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. ჯიხვი ენდემური ცხოველია და ბინადრობს მხოლოდ კავკასიონზე. ამ სახეობის პოპულაცია ძალიან არის შემცირებული. უკანასკნელ ხანს განსაკუთრებით დასავლეთ კავკასიის ჯიხვის რაოდენობა დრამატულად დაეცა. ამ ცხოველების რაოდენობა ველურ ბუნებაში დღეს 10 ათას ინდივიდად ფასდება.