ძაღლმა მაიმუნს დასაძინებელი ადგილი არ დაუტოვა - მხიარული ვიდეო

ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.
Sputnik

ვიდეოში ჩანს ძაღლი და მაიმუნი, რომლებიც სავარაუდოდ ერთ სახლში ცხოვრობენ და დასაძინებლად ერთ კალათას იყოფენ. ძაღლს არხეინად ძინავს, რასაც ვერ ვიტყვით მაიმუნზე, რომელსაც ფაქტობრივად არ დაუტოვეს ადგილი.

მაიმუნი საცოდავად ეხლება კალათის კიდეებს და ცდილობს ძილისთვის კომფორტული ადგილი მონახოს.