ავლაბარში კერძო სახლი იწვის

ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ავლაბრის რაიონში, ნასაკირალის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის ჩაქრობას 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს.

ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.