ორიგინალური სიურპრიზი რომ სისრულეში მოეყვანა, ბიჭს პატარა ტყუილის მოფიქრებაც დასჭირდა – მოულოდნელად აეროპორტში გასამგზავრებლად გამზადებულ გოგოსთან ერთად პიცის ჭამა მოინდომა.
წყვილმა აეროპორტში საჭმელი შეუკვეთა, ბიჭი კი გარეთ გავიდა, კურიერის უნიფორმა გადაიცვა და პიცის ნაცვლად გოგონას ყუთიდან ბეჭედი გაუწოდა.
ყველაზე მოულოდნელი კიდევ ერთი სიურპრიზი აღმოჩნდა – რამდენიმე წუთში გაირკვა, რომ გოგონა იტალიაში მარტო კი არა, უკვე მომავალ ქმართან ერთად მიემგზავრებოდა.