გიგინეიშვილი: ფასეულობები რაც წარმავალია, მყიფე არის ბედნიერების მათზე დაყრდნობა

ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი ბერძენ მოაზროვნე პლატონის თეორიებზე დაყრდნობით მარადიული ღირებულებების აღმოჩენაზე საუბრობს.
Sputnik

„ჩვენ სულში თვლემს ჭეშმარიტება და ჩვენ უნდა გამოვაფხიზლოთ ის. ჩვენი სულის ლამაზი სტრუქტურები უნდა გამოვლინდეს შემოქმედებაში. ის ფასეულობები, რაც წარმავალია, მყიფე არის შენი ბედნიერების იმათზე დაყრდნობა. უდაბნო იმიტომ არის ღირებული, რომ ჭა არის მასში – უდაბნო ჩანს და ჭა არა“, – აღნიშნა ლევან გიგინეიშვილმა.

ფილოსოფოსის განმარტებით, სტრიქონებს შორის უნდა იკითხო ნაწარმოები, ანუ ხილულის მიღმა უნდა აღმოაჩინო მისი უხილავი საფუძველი.