სიხარულიძე: ის იყო ანგელოზი და მე ვიყავი სატანა

მსახიობი გივი სიხარულიძე დანგრეულ ოჯახებზე საუბრობს.
Sputnik

„ახლა ჩვენ ვითომ რაღაცას ვმეტიჩრობთ, რა მაგარი ბიჭები ვართ, ოთხი ცოლი გვყავდა. მეც იგივე – მე იმას გავცილდი, ამას გამოვცილდი... არავინ არ ფიქრდება იმაზე, რომ ეს არის საშინელი მდგომარეობა. ქალიც, მაგალითად, თუ შეუყვარდა ვიღაც ბიჭი და ტოვებს ოჯახს, იმას არ ფიქრობს, რომ მისი შვილი სამარადისოდ ხდება დაჭრილი, გულში დაჭრილი, გრძნობებში დაჭრილი და უკვე დანგრეული ცხოვრებით ცხოვრობს“, – ამბობს გივი სიხარულიძე.

მსახიობის თქმით, სიყვარულს და ოჯახს ბავშვის გამო დიდი გაფრთხილება სჭირდება.